Pages

Thursday, June 14, 2012


 maikl jeqsoni, adamiani romelmac mxolod 50 weli icxovra da miliardobiT adamianis guli samudamod daipyro, misma unikalurma stilma, musikisa da cekvis usazRvro siyvarulma ukvalod ar Caiara, man uamrav adamianSi gaagviZa musikis da cekvis siyvaruli da niWi, is iyo da dRemde rCeba sazogadoebis didi nawilisTvis sanimuSo da sayvarel adamianad. mas mTeli msoflio icnobs, magram yvelam ar icis misi cxovrebis zogierTi detali. erTad gadavxedoT mis cxovrebas da musikalur moRvaweobas.


  მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი amerikeli musikosi, msaxiobi da pop kerpi. daibada 1958 wlis 29 agvistos, ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მერვე ათი შვილიდან. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო. 1978 წელს მან დაიანა როსთან ერთად მონაწილეობა ფილმში The Wiz, რომელიც იყო ეკრანიზაცია ბროდვეის მიუზიკლისა ოზის საოცარი ჯადოქარი. გადაღებების დროს მან გაიცნო მუსიკალური რეჟისორი კუინსი ჯონსი, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერად იქცა. აქედან პირველმა,Off the Wall (1979) წარადგინა მაიკლი, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, ხოლო სასცენო პროგრამამ - როგორც შესანიშნავი მოცეკვავე. ჩარტების სათავეში მოექცა სინგლები Don’t Stop 'Til You Get Enough და Rock With You, თავად ალბომი კი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით. ბევრი კრიტიკოსი დღემდე თვლის, რომ ეს დისკი იყო დისკოს ჟანრის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ჩანაწერი



1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი იქცა დომინირებად ფიგურად პოპულარულ მუსიკაში. მისი სიმღერების ვიდეოკლიპებმა, განსაკუთრებით "Beat It", "Billie Jean" და "Thriller" მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში, რამაც ტელეარხ MTV-საც დიდი პოპულარობა მოუტანა. 
  1982 წელს ჯექსონმა ფილმისათვის 'უცხოპლანეტელი' (რეჟ.: სტივენ სპილბერგი) ჩაწერა სიმღერა "Someone In the Dark". იმავე წელს გამოიცა მაიკლის ლეგენდარული ალბომი Thriller, რომელიც თითქმის დამატებითი პრომო-კამპანიის გარეშე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად და ცნობილ მუსიკალურ ალბომად. სინგლები ამ ალბომიდან ( "Billie Jean", "Beat It," და "Wanna Be Startin' Somethin'") ფიგურირებდნენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სიმღერების ჰიტ-აღლუმებში. ალბომს მიენიჭა ორმაგი ალმასის სტატუსი, მთელ მსოფლიოში გაყიდული 29 მილიონი დისკისათვის. იგი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ალბომად. დღეისათვის გაყიდულის მისი დაახლოებით 110 მილიონი ასლი.



1990-იან წლებში მაიკლი ასევე იყო ტელეეთერის მუდმივი მონაწილე, მაგალითად, კლიპებით "Black or White" და "Scream". სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა პოპულარობა მოუტანა საკუთარ საცეკვაო ილეთებს, როგორიც იყორობოტის ცეკვადაგასეირნება მთვარეზე“. მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ გავლენა იქონია ჰიპ ჰოპზე, პოპზე, თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზსა და როკ მუსიკაზე.


1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ლიზამ მაიკლს შვილი არ გაუჩინა. თუმცა 2010 წლის ბოლოს ლიზამ ჩაწერა ოპრა უინფრისთან ინტერვიუ სადაც იგი დაუფარავად საუბრობს მისი და მაიკლის ურთიერთობაზე და აღნიშნავს , რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ.



  1996 წლის 14 ნოემბერს მეორედ იგი დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი და ქალიშვილი პერის ჯექსონი .

  მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი განაცხადა: "მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე "


  ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი, როგორც მამა, თავის მოვალეობებს პირნათლივ ასრულებს. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც: “მამიკო იყო საუკეთესო მამა , რომელიც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმოგედგინათ , მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა , რომ ის ძლიერ მიყვარს”.
მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. პირველად მბრალდებელი იყო ჯორდან ჩენდლერი, რომლის მამამაც აღიარა, რომ ჯექსონისგან ფულის გამოძალვის მიზნით მოიქცა ასე, ხოლო მეორე - ერვინ გავიზო, რომლის მშობლებმაც ასევე ტყუილად დასდეს ბრალი მაიკლს


  ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცენს.



  2009 წლის აპრილში მასმედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, mაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. ამავე წლის 25 ივნისს ლოს ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდა წაიქცა. ამერიკის პოლიციის ნომერზე - 911 ადგილობრივი დროით 12:21 წუთზე დაირეკა . როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯექსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა . მას სწრაფად ჩაუტარეს გულის მასაჟები, მაგრამ იგი კალიფორნიის უნივერსტეტში მიყვანისას კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა . რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერში - მას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს



  

  mas Semdeg rac Tvali gadavavleT maikl jeqsonis cxovrebas da gavigeT Tu ras miaRwia man, gasakviri aRar aris misi aseTi popularoba.. samwuxaroa is faqti, rom aseTi brwyinvale karieris miuxedavad, piradi cxovreba arc Tu ise kargad warimarTa. Tumca, ase xom xSirad xdeba, varskvlavebi karieraSi da pirad cxovrebaSi erTnair warmatebas ver aRweven. vin icis, iqneb maikli arc wuxda sakuTari piradi cxovrebis gamo. is xom im saqmiT iyo gatacebuli, romelic yvelaze metad uyvarda da saukeTesodac gamosdioda. SesaZloa, swored saqmisadmi didma siyvarulma ganapiroba is, rom auwyobelma piradma cxovrebam Crdili ver miayena mis brwyinvale karieras. asea Tu ise, erTi ram yvelasTvis naTelia.. igi iyo araCveulebrivi da ganumeorebeli... 
is aris legenda!












         ;


No comments:

Post a Comment